ოზურგეთელი ანუშკა ბორჩხაძე ისრაელიდან – “არ მჯერა, გადადებული მშვიდობის”

ბოროტმა ადამიანებმა ისე შეგვაჩვიეს ომს, რომ გგონია ყველა ემოცია გაუფასურდა!
ყველაფერს აკეთებ, შრომობ, იბრძვი, აშენებ, ცდილობ ადამიანებს გაუფრთხილდე შენს ირგვლივ, სახავ მიზნებს, გეგმებს, იცი რომ რაც შენს ხელთაა ყველაფერს შეძლებ, მაგრამ….
დღეს, გეგმავ ხვალისითვის – ხვალ, იღვიძებ საჰაერო განგაშის, გაურკვევლობის და დაუცველობოს შეგრძნებით!
ეჩვევი, ჰაერში ფეირვერკის ნაცვლად რაკეტებს,
ქუჩებში, ყვავილებით მოსიარულე ადამიანებს “აქსესუარად” ავტომატით, ხმას ხან აფეთქების, ხან სამხედერო ვერტფრენის, ბომბდამშენის და უკვე იწყებ განხილვას, ეს უფრო ძლიერი იყო, სუსტი თუ უბრალოდ მეზობელმა სახლში რაღაც გადაადგილა ან დაუვარდა
ერთადერთი, რაც მინანია არის დროის დახარჯვა არასწორ ადამინებზე და იმაზე, რაც არ გავაკეთე, გადავდე ან ვერ გავბედე!
მე, მშვიდობა მინდა თავისუფლებით!
არ მჯერა, გადადებული მშვიდობის, რადგან, მე თუ დღეს გადავდე და დავჯერდი, ფასადს მშვიდობისა ხვალ ჩემს შვილებს მოუწევს ჩემს ნაცვლად ბრძოლა!
გაქცევა, არც გამოსვალია და არც გარანტია!
ამიტომაც, აქ და ახლა, ვარ იქ სადაც უნდა ვიყო, კი მეშინია და ვნერვიულობ მაგრამ ვერასოდეს მივცემ საშუალებას შიშმა მაკონტროლოს, ამიტომაც უსაფრთხოების ზომების დაცვით, ყურადღებით და ჩანთაში “ვაზნით” გავტკავრცალდი!
ეს ისრაელია, აქ ცხოვრება ასეთია! ეს ადამიანები წყლის ქვეშაც ისწავლიან ცხოვრებას და ერთმანეთის დაცვას!
ოზურგეთელი ანუშკა ბორჩხაძე თელ-ავივიდან – ისრაელი
עם ישראל חי
🇮🇱🇬🇪🇺🇦
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share