ოზურგეთის თეატრის კურთხევა – გერმანე გოგიტიძე, გრიგოლ ჩიჩუა, ნესტორ აბაშიძე

ქართული კინოინდუსტრიის ერთ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმანე გოგიტიძე 1886 წელს ოზურგეთში დაიბადა. გოგიტიძემ უმაღლესი იურიდიული განათლება პარიზში მიიღო, 1910 წელს გოგიტიძე საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა, მეუღლესთან ერთად ოზურგეთში დასახლდა და თეატრის მშენებლობა დაიწყო.
.
1914 წლის ზაფხულში მშენებლობა დამთავრდა ჟურნალი თეატრი და ცხოვრება (1914 წელი #12) იუწყებოდა – „ხუთშაბათს 29 მაისს აკურთხებენ ოზურგეთში გერმანე იოსებისძე გოგიტიძის თაოსნობით და ნოტარიუს გრიგოლ ჩიჩუას და ნესტორ აბაშიძის დახმარებით გადაკეთებულ/აშენებულ თეატრს. თეატრი ქვის შენობას წარმოადგენს, სცენას 15 არშინი სიგრძე აქვს, 10 – სიგანე, სიმაღლე -7 არშ., დარბაზი 300 კაცს იტევს, ჯერ მხოლოდ პარტერია, 20 რიგად დაყოფილი; აქვს საკუთარი საელექტრონო სადგური, დეკორაციები (ქართულ თეატრის მხატვრის ნაღებაშვილისგან დახატული) და სხვ, დაჯდა 14 000 მან. და ყოველივე ეს შესძლო ერთმა კაცმა – გოგიტიძემ თავგამოდებულ ამხანაგთა – ჩიჩუას და აბაშიძის დახმარებით“ (1 არშინი – 71.12 სმ.).
.
ამავე ჟურნალის შემდგომ ნომრის მიხედვით თეატრი გაიხსნა 1914 წლის 1 ივნისს – “ოზურგეთის თეატრი აკურთხეს 1 ივნისს მრავალი საზოგადოების თანდასწრებით, საღამოთი წარმოადგინეს “კარაჩინსკის ქორწინება”, ვლ. მესხიშვილისა და ი. ზალდასტანიშვილის მონაწილებით, 8 ივნისს გაიმართა მხიარული საღამო ი. გრიშაშვილის მონაწილეიბით. (ჟურნალი თეატრი და ცხოვრება 1914 წელი #15)
.
გოგიტიძის თეატრს მოძრავი სცენა ჰქონდა, შენობა თავისი დანიშნულებით იყო თეატრიც და კინოთეატრიც. თეატრს ჰქონდა თავისი ელექტრო სადგური, რომელმაც თეატრის გარდა პირველად გაანათა ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური ნაწილი.
.
რამდენიმე წელში გოგიტიძემ თეატრი კინოთეატრად გაადააკეთა, რომელსაც „ილუზიონი“ უწოდა სადაც სპექტაკლებთან ერთად უცხოურ კინოფილმებსაც აჩვენებდა, როგორც ამბობენ ერთერთი კინოსეანსის დროს გოგიტიძეს ქართული ფილმის გადაღების იდეა დაებადა და 1915 წელს პირველი ქართული ფილმი „ქრიტინე“ გადააიღო, რომელიც ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის სცენარით გადაიღო ოზურგეთელმა ალექსანდრე წუწუნავამ, ხოლო პროდიუსერი გახლდათ გერმანე გოგიტიძე, ფილმის ძირითადი ნაწილიც გურიაშია გადაღებული.
.
– ლადო მალაზონიას ნახატი ოზურგეთის თეატრი (ნახატი aboutguriablogspot.com)
შეიძლება ილუსტრაციაა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share