გურული სამზარეულო – კერძი, რომლის მომზადებასაც ორი დღე სჭირდებოდა

ინდაური (ქათამი) ქოთანში
.
დიდ ქოთანის ფსეკერზე და შიდა კედლებზე ჩააწყობდნენ შკერის ან წაბლის ფოთოლს. შემდეგ ჩააწყობდნენ დაჭრილ ინდაურის ან ქათმის ხორცს, დაჭრილ პომიდორს, ბადრიჯანს და კარტოფილს. თან ჩაყრიდნენ – დიდი რაოდენობით დაჭრილ ხახვს და სხვადასხვა მწვანილს, ასევე ნიორს, ოხრახუშს, ქონდარს, დაფნას და წიწაკას. (ზოგჯერ ამ მასაში სხვადასხვა ადგილზე ჩააყოლებდნენ მარილთან ერთად დანაყილ ნიგოზის მოზრდილ გუნდებს). შემდეგ ქოთნის თავს “დალუქავდნენ” პურის და სიმინიდის ფქვილისაგან შეზავებული სქელი ცომით.
.
ქოთანს დადგამდნენ “სამფეხაზე” ბუხარში დანთებულ ან შუა ცეცხლთან ახლოს, ისე რომ ცეცხლის ალი არ შეხებოდა ქოთნის კედელს, შემდეგ ქოთანს ნელ-ნელა აბრუნებდნენ, კერძის ასეთ ნელ-ცეცხლზე მომზადებას სჭირდებოდა ორი დღე (36 ან 48 საათი). ქოთნის “დალუქული” თავი იხსნებოდა სუფრასთან.
.
P.S. როგორც ამბობენ ამ კერძს ამზადებდნენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა პირისაგან.გურული სამზარეულო – კერძი, რომლის მომზადებასაც ორი დღე სჭირდებოდა
.
ინდაური (ქათამი) ქოთანში
.
დიდ ქოთანის ფსეკერზე და შიდა კედლებზე ჩააწყობდნენ შკერის ან წაბლის ფოთოლს. შემდეგ ჩააწყობდნენ დაჭრილ ინდაურის ან ქათმის ხორცს, დაჭრილ პომიდორს, ბადრიჯანს და კარტოფილს. თან ჩაყრიდნენ – დიდი რაოდენობით დაჭრილ ხახვს და სხვადასხვა მწვანილს, ასევე ნიორს, ოხრახუშს, ქონდარს, დაფნას და წიწაკას. (ზოგჯერ ამ მასაში სხვადასხვა ადგილზე ჩააყოლებდნენ მარილთან ერთად დანაყილ ნიგოზის მოზრდილ გუნდებს). შემდეგ ქოთნის თავს “დალუქავდნენ” პურის და სიმინიდის ფქვილისაგან შეზავებული სქელი ცომით.
.
ქოთანს დადგამდნენ “სამფეხაზე” ბუხარში დანთებულ ან შუა ცეცხლთან ახლოს, ისე რომ ცეცხლის ალი არ შეხებოდა ქოთნის კედელს, შემდეგ ქოთანს ნელ-ნელა აბრუნებდნენ, კერძის ასეთ ნელ-ცეცხლზე მომზადებას სჭირდებოდა ორი დღე (36 ან 48 საათი). ქოთნის “დალუქული” თავი იხსნებოდა სუფრასთან.
.
P.S. როგორც ამბობენ ამ კერძს ამზადებდნენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა პირისაგან.
შეიძლება იყოს ცეცხლი and მოპირკეთებული ბუხრის იატაკი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share