მთავრობა და ხალხი ისევ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე. ეკონომიკის მინისტრს რიგითი მოქალაქეები უპირისპირდებიან. მაშინ, როდესაც სამთავრობო კაბინეტებში მაღალჩინოსნები ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ, ხალხი ქუჩაში შემცირებულ შემოსავალსა და გაძვირებულ პროდუქზე ლაპარაკობს.