“პენტაგონს ჯერ კიდევ რჩება დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის”, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა განაცხადა.
სამხედრო სპიკერის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების გარეშე, პენტაგონი მალე მიაღწევს იმ დონეს, რომ მარაგების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.
დღესვე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების შესაძლო შეწყვეტას „სიგიჟე“ და “არასწორი ქმედება” უწოდა.
“უკრაინის მხარდაჭერაზე უარი უბრალოდ სიგიჟეა. ეს ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინტერესებს”, – თქვა ბაიდენმა და გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას – “ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის განცხადებამდე ოფიციალური განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, აშშ-ში დახმარების კანონპროექტის მიღების გარეშე, უკრაინას ფული მალე ამოეწურება.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ “თუ აშშ ვერ შეძლებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას, ვაშინგტონს დაეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის დამარცხებაზე”.