პოლიტიკოსი გიგი უგულავა ევროპის მოედანზე გამართულ მარშს შეურთდა – მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იძლევა შესაძლებლობას ქვეყანაში მშვიდობიანი ცვლილებებისა.
უგულავა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყველანაირი გზით ცდილობენ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შესაძლებლობა ვერ გამოიყენოს.
”ევროკავშირში გაწევრიანება და სტატუსი ნიშნავს მშვიდობიანი ცვლილებების შესაძლებლობას ქვეყანაში. ხან ერთი მთავრობა იქნება, ხან მეორე, ხან მესამე, ეს არის ევროპული მმართველობა, რაც არ უნდა “ქართულ ოცნებას”. ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს დღე არ შედგეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დღე შედგეს და ვხედავთ, რომ შემობრუნება ამ საკითხში მოხდა მას შემდეგ, როდესაც ხალხმა ჭავლისა და ტყვიების მიუხედავად, დაიჭირა ევროკავშირის დროშა და ბოლომდე მიიტანა”, – აღნიშნა უგულავამ.