რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილების შედეგად როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოქალაქეებს ერთმანეთთან მიმოსვლა შეუძლიათ უვიზოდ. თვალი გავახილოთ და გავუსწოროთ რეალობას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გვყავს 800 000-ზე მეტი ჩვენი ქვეყნის შვილი, რომლებთანაც მათი ოჯახის წევრები ჭირის დროსაც კი ვერ მიდიოდნენ.
არაერთი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ისე გარდაეცვალათ ოჯახის წევრი, გართულებული პროცედურების გამო საფლავზე ვერ ახერხებდნენ ჩასვლას. დღეს რომ ეს ბარიერი მოხსნილია ამ მოქალაქეებისთვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოა. ნამდვილად არის ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთო მდგომარეობა