კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის დაღუპვის ადგილას ქანდაკება დადგეს

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტისა და ქალიშვილის, ჯიანას ხსოვნის საპატივცემულოდ, იმ ადგილას, სადაც მამა-შვილი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს, – ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

„გმირები მოდიან და მიდიან, მაგრამ ლეგენდები სამუდამოდ რჩებიან“, – წერია ბრინჯაოს ქანდაკებაზე, რომელიც დან მედინამ დაამზადა.

ნამუშევარზე ავიაკატასტროფისას დაღუპული ყველა ადამიანის სახელი და გვარი წერია.

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი კალიფორნიის შტატში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. კობის შვეულფრენში 5 ადამიანი იმყოფებოდა და ხუთივე გარდაიცვალა – მათ შორის, კობის 13 წლის ქალიშვილიც.

პოლიციის განმარტებით, კობის შვეულმფრენი ნისლიან ამინდში, კალაბასასის (კალიფორნია) მთებში ჩამოვარდა და მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა. ‘ლოს ანჯელეს თაიმსის’ ინფორმაციით, შვეულმფრენის ჩამოვარდნამ ხანძარი გააჩინა, რის გამოც სასწრაფო დახმარებას ადგილზე მისვლა გაუჭირდა.

კობი და ვანესა 2001 წლიდან იყვნენ დაოჯახებულები. 13 წლის ჯანას გარდა, მათ კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავთ – ნატალია (17), ბიანკა (3) და კაპრი (7 თვის).

ბრაიანტის ტრაგედია - კობის 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა
www.alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share