“მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი” – დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა

“მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი” – სწორედ ამ გზავნილის ირგვლივ გაერთიანდნენ დღეს ევროპული მარშის მონაწილეები. ამ ისტორიული სიტყვების ავტორი ზურაბ ჟვანიაა, რომელიც დღეს 60 წლის გახდებოდა.

ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
ჟვანიას პოლიტიკური კარიერა სტუდენტობიდან იწყება. 1992 წელს ის საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. სხვადასხვა დროს ინიშნებოდა პარლამენტის თავმჯდომარედაც. სწორედ მისი თავმჯდომარეობის დროს მიიღო ქვეყანამ საკანონმდებლო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ ევროპულ ღირებულებებს ეფუძნებოდა. 2019 წელს ზურაბ ჟვანიას ევროპის საბჭოს სასახლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share