”ადამიანი, რომელიც ამბობს, ამ ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული კი არა, გულშემატიკივარი მაინც რომ იყო, არ იმსახურებს ჩემი ქვეყანაო, ხომ არ უნდა თქვა? მარტივი ამბავია. ამიტომ იყო ეს რეაქციები დღეს. ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა, რომ იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ.”
განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.