ევროპის ტრანსფორმაცია ახალი სტრატეგიული კომპასი – ყველა რუსეთის გარდა

ევროპის ტრანსფორმაცია ახალი სტრატეგიული კომპასი

 

 

დასავლეთში ანალიტიკოსებს შორის დღეს ერთ ერთი მთავარი განხილვის თემა ევროპის ტრანსფორმაციაა

ანალიტიკოსთა აზრით თუ რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში დასაწყისში  საფრანგეთი და გერმანია ევროპის უსაფრთხოების კონცეფციაში  ამუშავებდნენ დორმულას ევროპის უსაფრთხოება რუსეთთან ერთად – მაკრონი მაგალითად ნატოს განიხილავდა ორგანიზაციას ტვინის კვდომის პროცესში-და შოლცთან ერთად მათ არ სურდათ აეღოთ ლიდერობა ევროპაში, იქმნებოდა შესაძლებლობა რომ ამას რომელიმე სხვა ქვეყანა მაგალითად პოლონეთი მოინდომებდა

დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია = როგორც მაკრონიმ, ასევე შოლცმა რადიკალურად შეცვალეს თავიანთი მიდგომები და ორთავე ქვეყანა მზადაა ბებერი კონტინენტის ლიდერობისა და მისი უსაფრთხოებაზე რუსეთის გარეშე წესრიგის დამყარებისათვის

დღეს მაკრონი აცხადებს, რომ ევროპულ სამხედრო მრეწველობას რაც შეიძლება უფრო მეტი შეკვეთები უნდა მისცენ უნდა გაძლიერდეს უკრაინის გრძელვადიანი დახმარება და საჭიროა ახალი სტრატეგიული კომპასი

იგივე პოზიცია აქვს შოლცს, რომელიც გუშინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა გააჟღერა

კონკრეტულად პისტორიუსმა ბრძანა რომ ევროპა საჭიროებს გადაიარაღებას და ეს ქვეყანა მზად უნდა იყოს დააზღვიოს ამერიკა იმ შემთხვევაში თუ უკრაინის დახმარების საქმეში ამ უკანასკნელს ჩანაცვლება დასჭირდება

გერმანია ისედავ მეორეა ამერიკის შემდეგ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების საქმეში

სხვათაშორის მაკრონიმ და შოლცმა გადამწყვეტი როლი ითმაშეს ევროკავშირის ბოლო სამმიტისას, როცა ორგანიზაციის გადართოების საკითხი იხილებოდა, გაჯიუტებული ორბანის მოსათოკად

მოკლედ ევროპამ განიცადა დიდი ტრანსფორმაცია რუსეთთან მიმართებაში რომელშიც განსაკუთრებული ადგილი ბაიდენის ხისტ პოლიტიკას უჭირავს

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, იაშარ გიულერის განცხადებით, თურქეთი ბულგარეთი და რუმინეთი დაიწყებენ შავი ზღვის აკვატორიის ერთობლივი განაღმვის პროცესს

იაპონიამ 150 მდე რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა

უკრაინაში დაიწყენ კრივოი როგელი ინჟინერების მიერ დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატების  სერიული  წარმოება რომლებსაც შეუძლიათ მტრის წინააღმდეგ იერიშის მიტანა 300 კილომეტრ რადიუსში

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბოლო გაფრთხილება და შანსი მისცა იემენში ბაზირებულ ხუსიტების რეჟიმს თუ არ შეწყვეტენ ისრაელის მიმართულებით საჰაერო დარტყმებს ისინი იემენზეც მიიტანენ იერიშს

რუსეთის უკანასკნელი შანსი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებაა-აქედან გამომდინარე რუსები ცდილობენ არჩევნებამდე მაქსიმალური დანაკარგების ხარჯზე შეინარჩუნონ არსებული სტატუს კვო

დასავლელი ექსპერტები აცხადებენ რომ რუსეთის ყველა მცდელობა გადაეტანათ მსოფლიოს ყურადღება უკრაინიდან კრახით დასრულდა

პირველი მცდელობა ისრაელი-რუსეთი და ირანი ცდილობდნენ ახალი კონფლიქტის კერის გაჩაღებას თუმცა დაპირისპირება ხექტორ ღაზას ამერიკის დიდი მცდელობის გამო არ გასცდა ჰამასი კი პრაქტიკულად განადგურებულია

ჩავარდა რუსეთის მეორე მცდელობაც ვენესუელა გაიანა

ჩავარდა მესამეც სერბია კოსოვო ბალკანეთი

ჩავარდა ასევე მცდელობა ათასობით ლტოლვილების გამოყენებით იერიში მიეტანათ პოლონეთზე, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებზე

ჩინეთი ტაივანი=აქ რუსეთის გავლენა მინიმალურია  მისი მცდელობა არაეფექტური-ამ ეტაპზე ჩინეთი ძირითადად ტაივანის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს იყენებს რა ამ ქვეყანაში მომავალი წლის იანვარში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, თავისი პროპაგანდის მეშვეობით ტაივანში სიტუაციის არევის შესაძლებლობად

ერთადერთი სადაც პუტინმა შედარებით რაღაც წარმატებას მიაღწია ტრამპისტების გამოყენებით კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების შეფერხებაა

გერმანული კომპანია რეინმეტალი ახალი დაკვეთის პირობებში უკრაინისათვის დამატებით რამდენიმე ათეული ათას საარტილერიო ჭურვებს დაამზადებს

ლატვიამ განაცხადა რომ გააორმაგებს უკრაინელ ჯარისკაცთა გაწვრთნაში მონაწილეთა რაოდენობას

კანადამ განაცხადა რომ გააძლიერებს მის მონაწილეობას ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებაზე კონკრეტულად პოლონეთში

კანადა ასევე აორმაგებს უკრაინის ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას

ევროკავშირი უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას მომავალი წლის 1 თებერვალს მიიღებს

ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყანა რუსული ნავთობის აკრძალვას დაგეგმილზე ადრე, მომავალი წლის მარტიდან შეუერთდება

სტარომაიორსკოეს, რობოტინოს, ბახმუტის, ავდეევკას, კრინკის, გორლოვკას მიმართულებებზე განხორციელებული შეტევებისას რუსები კვლავ განიცდიან უზარმაზარ დანაკარგებს

ბოლო ათი დღეს რუსთა ყოველდღიური დანაკარგები ჯარისკაცების სახით ათასს ადამიანს აღემატება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share