ეს კაცი გახლავთ სტეფანე იურიევიჩ საბინ-გუსი, პეტერბურგელი ფოტოგრაფი და როგორც ამბობენ ისტორიკოსიც. ამ კაცმა საქართველოს ეგზარქოსის ხელშეწყობით გაძარცვა საქართველოს ეკელსია მონასტრები, საიდანაც მათი რესტავრაციისა და შესწავლის მიზნით გაიტანა უზარმაზარი სიმდიდრე, რომელიც მას შემდეგ საქართველოში აღარ უნახავთ.
შალვა ამირანაშვილი წერდა, რომ საბინ-გუსმა ყველაზე უფრო დიდი საგანძური ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრებიდან დაიტაცა, სწორედ ამ ძარცვის შედეგად სხვა სიმდიდრესთან ერთად დავკარგეთ ჯუმათის უნიკალური ტიხრული მინანქრებიც.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.