პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინული კომპანიებისთვის სასაზღვრო ბლოკადა მალე შეწყდება.
“ახლოს ვართ რწმენასთან, რომ ჩვენმა ქვედებებმა შესაძლოა შედეგი მოიტანოს, როგორც მოლაპარაკებებზე კიევში, ასევე ბრიუსელშიც [უკრაინის საზღვრის ბლოკადის შეწყვეტის შესახებ]..არა მგონია, რომ მაქსიმუმს მივაღწევთ, რომელიც სატვირთო მანქანების მძღოლებს სურთ, მაგრამ ისე ჩანს, რომ ის, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას, საშუალებას მოგვცემს მოვიხსნათ ემოციები და საზღვარზე ბლოკადა მოვხსნათ”, – განაცხადა ტუსკმა.