უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სამრეწველო კომპლექსი ვითარდება და უკრაინა შეძლებს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გლობალური დონორი და NATO-ს უძლიერესი წევრი გახდეს. ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ამის პოტენციალი.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვა – ასეთი მუდმივი განვითარების პირობებში – დროის განმავლობაში ნამდვილად შეძლებს მსოფლიოს ყველაზე პროდუქტიული და ძლიერი თავდაცვის კომპლექსების ტოპ-10-ში მოხვედრას. ეს უკრაინის ნამდვილი პოტენციალია.. და ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად შეძლებს უსაფრთხოების ერთ-ერთი გლობალური დონორი და NATO-ს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი გახდეს. ამისთვის ვმუშაობთ,” – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დღეს უკრაინის თავდაცვით კომპლექსში უკვე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მუშაობს და ეს უკრაინის სახელმწიფოს რამდენიმე წლის უდიდესი მიღწევაა.