მედია წერს, რომ გამოძიებამ Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულებები ვერ დაინახა და საქმე დახურულია. გამოძიება წელიწად ნახევარი მიმდინარეობდა.
ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს ბრალად ხელმოწერებისა და კლიენტის ანგარიშის გამოწერების გაყალბება და ამის საფუძველზე ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა ედებოდა. ივანიშვილის ბანკირმა თაღლითობა 2015 წელს აღიარა, მოგვიანებით კი თავი მოიკლა.
ჟენევის პროკურორის თქმით, პატრიკ ლესკადრონის ან მესამე მხარის მიერ ბანკში “ფულის გათეთრების” მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. მედია ივანიშვილის სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ივანიშვილს Credit Suisse-სთან დავების მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს – პრობლემური ბანკი ივნისში კონკურენტმა UBS Group-მა იყიდა.
Credit Suisse-ს ფრანგი ბანკირი პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის სქემის გამო, რომელიც მან ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულის აღების მიზნით, სხვა კლიენტების პორტფელებს შორის მზარდი ზარალის დასაფარად გამოიყენა.