ბიზნესმენს, რომელიც ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილმა ივანიშვილს ფული მოპარა, პრემიერის სიმამრი თავს დაესხა და გაუსწორდა

ბიზნესმენი ლაშა ბრეგვაძე “შაბათის ეთერთან” ჰყვება, რომ 8 იანვარს, ლისის აბანოში, პრემიერის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი დახვდა და თავს დაესხა. ნუნუ თამაზაშვილის მამამ, ბრეგაძეს, სავარაუდოდ, სიძის მექრთამეობაში მხილება არ აპატია.

8 იანვარს მომხდარი დანაშაულის გამო, საქმე უკვე აღძრულია და ბრეგვაძე, თამაზაშვილის დასჯას ითხოვს.

გავრცელებულინინფორმაციის თანახმად, მისალმებიდან ზუსტად ნახევარ საათში, დაახლოებით დღის 11:30 საათზე, პროცედურის დასრულების შემდეგ, თამაზაშვილი აბანოდან გამოდის და ბრეგვაძის ლანძღვა-გინებას იწყებს. ბრეგვაძე მარტო არ არის, მას თან 3 არასრულწლოვანი შვილი ახლავს.

ლაშა ბრეგვაძე ყვება, რომ პრემიერის აგრესიული სიმამრისგან თავის დასაცავად, იძულებული გახდა, პოლიციას დაჰკავშირებოდა. თამაზ თამაზაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, ადგილზე, პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე მოდიან. თამაზაშვილი მაშინვე ტერიტორიას ტოვებს და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ ბედავს.

საქმე რის გამოც, ბიზნესმენის მტკიცებით მას პრემიერის სიმამრი თავს დაესხა და ირაკლი ღარიბაშვილის შელახული რეპუტაციის გამო პასუხს სთხოვდა, ბიძინა ივანიშვილის ფულის სავარაუდო მითვისებას ეხება. 

  • საუბარია, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებულ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ, ფრანგულ სკოლაზე. მიწა, რომელზეც სკოლაა აშენებული, ბრეგვაძეს ეკუთვნოდა. მან მიჰყიდა 2 ათასი კვადრატული ტერიტორია ქართუს 2007 წელს. სწორედ ამ გარიგებისას წაართვეს რესპონდენტს თქმით, ე.წ. ატკატი, რომელიც ბრეგვაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილმა მოჰპარა.

ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრძანების შემდეგ დაიწყო, როდესაც ოლიგარქმა, ფრანგული სკოლის ასაშენებლად, ქართუში დასაქმებულ ირაკლი ღარიბაშვილს, ვაკის პარკში მიწის ყიდვა დაავალა. პირველი ნაკვეთი ლაშა ბრეგვაძისგან 400 ათას დოლარად იყიდეს. ხელშეკრულებაშიც ეს თანხა მიუთითეს, თუმცა 200 ათასი გამყიდველს უკან, მაშინვე, ქერად დააბრუნებინეს. .

  • ლაშა ბრეგაძეს, ვაკის პარკში სულ 6000 კვადრატულ მეტრი მიწა ჰქონდა. 2000 კვადრატული, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ნებით მიჰყიდა, მაგრამ მისი თქმით, როდესაც მიღებული ფულის ნახევარი 200 ათასი დოლარი ივანიშვილის  ბანკშივე გამოსძალეს, ტერიტორიის დარჩენილი ნაწილის გაყიდვაზეც უარი თქვა. ბრეგვაძეს ქართუდან ურეკავდნენ და დარჩენილი ფართობის დათმობას სთხოვდნენ. თხოვნა მალე ზეწოლასა და მუქარაში გადაიზარდა. ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, ბრეგვაძემ კაბალურ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა დღემდე, სასამართლოში, იძულებით წართმეულის დაბრუნებას ითხოვს. მიწა, რომელშიც 800 ათასი გადაუხადეს, აუდიტის დასკვნის თანახმად, 1 800 000 ღირდა.

ლაშა ბრეგვაძის სახელზე ახლა 1500 კვადრატული მეტრი ტერიტორია, ვაკის პარკში, ივანიშვილის სკოლის მომიჯნავედ, ისევ რჩება, თუმცა ოლიგარქის ნებართვის გარეშე, მშენებლობის  წამოწყება არც აქ შეუძლია.

როგორც ლაშა ბრეგვაძე აცხადებს,  ჩხუბამდე თამაზაშვილმა მას უთხრა, რომ ივანიშვილთან დავას ის მოუგვარებდა და ივანიშვილისთვის ფულის მოპარვაში მისი პრემიერი სიძის ტელევიზიით  მხილება საჭირო არ იყო.

8 იანვარს მომხდარ ფაქტზე ოფიციალურად დაწყებულია. პრემიერის სიმამრის მონაწილეობით მომხდარ დანაშაულში გასარკვევად, ლისის ტბაზე, ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, არა რიგითი ოპერმუშაკები, არამედ, თბილისის პოლიციის სამმართველოს, ვაკის რაიონის მესამე სამმართველოს უფროსი, ელიზბარ ბესტავაშვილი და მისი მოადგილე გამოცხადდნენ, თუმცა მომხდარიდან 12 დღის შემდეგაც, პრემიერის სიმამრი გამოკითხვაზე არავის დაუბარებია.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share