“დაბომბილია მოსახლეობა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა” – უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო

უკრაინაში ისევ დაძაბული ვითარებაა. უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან, ამ დრომდე უწყვეტი შეტევები გრძელდება.

ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ, უკრაინული არმიის მიმართულებით საოკუპაციო ძალები და სეპარატისტები სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ისვრიან. თავდასხმები გრძელდება ჭურვებითაც, დაბომბილია სამოქალაქო დასახლებები.

ადგილზე მყოფი სამხედროები ვითარების გამწვავებას ნებისმიერ წამს ელოდებიან, რადგან ვლადიმერ პუტინს, რუსეთის ფედერაციის საბჭომ, საზღვრებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლება უკვე ოფიციალურად მისცა.

“ლუგანკსში, ისევ შასწიედან დაიწყეს მასიური შეტევა. განსაკუთრებით, შასწიე, ტრიხვისბინკა და კრიმშკო, ამ მიმართულებებით არ გაჩერებულან, მასიურად ბომბავენ. დაბომბილია მოსახლეობა, დაბომბილია ე.წ. თბოელექტროსადგური შასწიეში. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მარიუპოლი, საპორტო ქალაქი ძალიან სტრატეგიული ობიექტია, აი მაგაზე აქვთ პრეტენზიები”, – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო, ვანო ნადირაძე.

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share