კახეთში, 26 წლის ბიჭმა 77 წლის ბებია გააუპატიურა, – შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
როგორც რეგიონული გამოცემა “კახეთის ხმა” წერს, ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, როცა ძალადობის დროს მამამ შეუსწრო, რის შემდეგაც ხანდაზმულმა შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
არსებული ინფორმაციით, შვილიშვილმა მასზე რამდენჯერმე იძალადა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მოძალადეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.