რადიკალურ ოპოზიციას სწყინს ქვეყნის საგარეო წარმატებები – თალაკვაძე

“რადიკალურ ოპოზიციას სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე საუბრისას
განაცხადა.

“პრემიერმინისტრს პარტნიორებთან მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრები ჰქონდა, რაც საქართველოს დაეხმარება, რომ უფრო წინ წასწიოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, რადიკალურ ოპოზიციას არ ახარებს და სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რეალური დღის წესრიგი, არც სამომავლო გეგმა, არც ლიდერები ჰყავთ, ვისაც შეუძლიათ, გარკვეული შინაარსი შესძინონ ამ პოლიტიკურ ბანაკს” – თქვა თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share