“დღეში რამდენჯერმე ინგრევა ჩვენი სახლი” -დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან, ღია ცის ქვეშ შიმშილობენ

ღია ცის ქვეშ შიმშილობა აფხაზეთიდან დევნილებისთვის ბრძოლის ბოლო იარაღია. 50-ზე მეტი პირი იძულებულია პროტესტის უკიდურეს ფორმაში ჩაერთოს, რადგან ხელისუფლება მათ არაადამიანურ პირობებში ცხოვრებას აიძულებს.

ამ წუთებში სანატორიუმ “ქართლის” მცხოვრებლები ჯანდაცვის სამინისტროსთან არიან შეკრებილი. ისინი ავარიული, ჩამონგრეული შენობიდან გამოსახლებას და საცხოვრებელ ბინებს ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

ჯანდაცვის მინისტრთან დაპირებული შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოტყუებულად იგრძნეს თავი, რადგან მინისტრის ნაცვლად, მათ მოადგილე შეხვდა და ბინების ნაცვლად მხოლოდ ქირით უზრუნველყოფას დაპირდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა საპროტესტო მსვლელობის ორგანიზება, სამინისტროსთან კარვების გაშლა და შიმშილობის დაწყება.

შეგახსენებთ, რომ კორპუსი, სადაც 150 დევნილი ცხოვრობს, თითქმის მთლიანად ჩამოიშალა, არ არის არანაირი საყოფაცხოვრებო და სანიტარული პირობები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share