“დიდი 10”-ის XII ტურში ოზურგეთის სარაგბო კლუბმა “არწივებმა” 69 : 10 თბილისის “აკადემია” დაამარცხა. მატჩი „ფოთის პარკი არენაზე“ გაიმართა.
„არწივებიდან“ გიგი გიგინეიშვილმა 2 ლელო, ვანო გელაშვილი, ზურაბ გოთაიძე, ჯოსატეკი სერუ – თითო ლელო, კახა გაზაშვილმა – 3 ლელო, მარვინ ფრედერიკსმა – 2 ლელო და 4 გარდასახვა, ხოლო მამუკა ჩანჩიბაძემ 2 გარდასახვა შეასრულა.