სასამართლოს გადაწყვეტილებით ალენ დელონს გარკვეული უფლებები, მათ შორის საკუთარი ქონების განკარგვის უფლება შეეზღუდა.
საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც 88 წლის მსახიობის ადვოკატებმა და ქალიშვილმა ანუშკამ მიმართეს. დელონი არ ექნება შეზღუდული მარტივი ოპერაციები, თუმცა დიდ გადაწყვეტილებებს, როგორიც პირადი ქონების გაყიდვა ან გასხვისებაა, ფრანგი მსახიობი ვერ მიიღებს. ოპერაციებს ჩაიბარებს სპეციალურად დანიშნული მრჩეველი, მასვე ეხება სამედიცინო პროცედურები და ექიმების შერჩევა.
დელონის ქალიშვილის ადვოკატის თქმით, “ეს გადაწყვეტილება დადებითად უნდა მივიღოთ”.
მსახიობის ვაჟიშვილები ანუშკა დელონს მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი მამის სამკურნალოდ საფრანგეთში გადაყვანას ითხოვენ, ამჟამად დელონი ქალიშვილთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება.
ცოტა ხნით ადრე მსახიობის ვაჟმა, ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, დამ დაუმალა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგვიანებით თავად მსახიობმა პირადი ინფორმაციის ნებართვის გარეშე გასაჯაროების ფაქტზე თავად უჩივლა ვაჟს.
გამოცემა Voici-ს ინფორმაციით დელონების ოჯახში დაპირისპირება 88 წლის მსახიობის ქონებას უკავშირდება.