უკრაინისათვის იარაღის მიწოდება მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება

მარტო გერმანული სამხედრო მრეწველობის კომპანია “Rheinmetall” -“ბუნდესვერის” დაკვეთით უკრაინისათვის 10 მილიარდი ევროს საარტილერიო ჭურვებს დაამზადებს

“მხოლოდ “Rheinmetall” გასულ წელს გერმანიის მტავრობისაგან 10 მილიარდი ევროს დაკვეთა მიიღო, მიმდინარე წელს კი ეს რიცხვი 15 მილიარდ ევრომდე გაიზრდება

ეს გაბცხადება გერმანული სამხედრო კონცერნ “Rheinmetall” დირექტორმა, არმინ პაპერგერმა გააკეთა.

მისივე თქმით. ამ შეკვეთების ძირითადი ნაწილი უკრაინაში, მცირე ნაწილი კი გერმანიის შეიარაღებაში წავა.

პაპერგერმა უარყო ხმები თიტქოსდა იარაღის წარმოებისა და მისი უკრაინისთვის გადაცემის ტემპები ბოლო პერიოდში შენელდა:

“პირიქით, გაიზარდა, რაცას ადრე ათწლეულების განმავლობაში ვამზადებდით ახლა იმავე რაოდენობის იარაღს თვეების განმავლობაში ვუშვებთ” თქვა მან.

“ახლა სარეკორდო დროში ჩვენ ახალ ქარხანას ავაშებებთ 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცების საარტილერიო ჭურვების საწარმოებლად, რომელიც ძირითადად უკრაინისათვის იმუშავებს” აცხადებს პაპერგერი.

ამასობაში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდონ უკრაინისათვის სამხედრო დახმარება რუსული აგრესიის შესაჩერებლად.

მისი განცხადებით გერმანია მიმდინარე წელს, უკრაინისათვის 7 მილიარდ ევროს გამოყოფს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share