„ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ოზურგეთში დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ აეროპორტს ააშენებს,” – ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომელიც პარტიის რეგიონულ მდივან გიორგი ბოტკოველთან და ოზურგეთის მოსახლეობასთან ერთად, სოფელ მერიაში, ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც, მისი თქმით, ახალი აეროპორტის უნდა აშენდეს.
ხაბეიშვილის თქმით, ახალი აეროპორტი იქნება ყველაზე დიდი აეროპორტი დასავლეთ საქართველოში და რომელიც იქნება ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათი ათასობით სამუშაო ადგილს: “ჩვენი მოქალაქეები არა თუ გაიქცევიან ქვეყნიდან, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას”.
“ჩვენს მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ 5 000 კომპანია გავიდა რუსეთიდან, 266 მილიარდი კაპიტალი, 4-6 მილიონამდე სამუშოა ადგილი და არცერთი სამუშაო ადგილი, არცერთი კომპანია, არცერთი მილიონი არ მოსულა საქართველომდე და საქართველოში, ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპარული შესაძლებლობა და ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი პარავს ჩვენს მოსახლეობას იმ შესაძლებლობას, რითაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები”, – თქვა ხაბეიშვილმა.