”ჩვენ პასუხებს ვერ ვიღებთ, ერთადერთი, ჩვენ გვაქვს ლოგიკა, რომლითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რატომ შეიცვალა ირაკლი ღარიბაშვილი და რას იზამს ირაკლი კობახიძე.
ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ბევრი პრეტენზია გვაქვს, მაგრამ ქართველი ხალხი არის უმაღლესი ნება ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხის უმაღლესი ნება იყო, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ირაკლი ღარიბაშვილის პირობებში ეს ნება შესრულდა, ირაკლი ღარიბაშვილს უნდოდა თუ არა, ამაზე არ არის ლაპარაკი, საუბარია იმაზე, რომ ღარიბაშვილმა ეს გააკეთა, იქნებ ეს არ აპატიეს და იქნებ, კობახიძე მოდის იმიტომ, რომ მაგალითად, რუსული კანონი რომ ვერ მიიღეს, ახლა უნგრეთივით შემოიტანოს სახელმწიფო სუვერენიტეტის აქტი…
… როდესაც არ ვიღებთ პასუხს მთავრობის შემადგენლობისგან და არც ირაკლი კობახიძისგან, რატომ, რას შეცვლის, რა არ მოსწონდა ღარიბაშვილის საქმიანობაში და თვითონ რატომ გადაწყვიტა, რომ დათანხმდა ამ პოზიციას, რომ უკეთესად გააკეთებს, ამ პასუხებს რომ ვერ ვიღებთ, ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი ეჭვები ამასთან დაკავშირებით, და შეიძლება, ერთერთისაფუძვლიანი ეჭვი იყოს ის, რომ ქართულმა ოცნებამ, ბიძინა ივანიშვილით სათავეში, არ აპატია ღარიბაშვილს ის, რომ ვერ ჩაშალა კანდიდატის სტატუსის მიღება და ირაკლი კობახიძე ამ ხაზს გააგრძელებს. ეს არის ვარაუდი ახლა ჩემი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საფუძვლიანი, რადგან პასუხები ვერ მივიღე. თუ ირაკლი კობახიძე გამცემს პასუხებს ამ საკითხებთან დაკავშირებით სესიაზე, მაშინ მე ვიტყვი, რომ ვცდებოდი ამ ვარაუდში.”