მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა

დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინდა, ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

სასახლის ცნობით, მეფემ დაიწყო “რეგულარული მკურნალობის გრაფიკი, რომლის დროსაც მას ექიმებმა საჯარო მოვალეობების გადადება ურჩიეს”. სასახლე სიმსივნის სახეობას ან მკურნალობის ტიპს არ აკონკრეტებს.

“მეფე მადლობას უხდის სამედიცინო ჯგუფს სწრაფი ჩარევისთვის, რაც საავადმყოფოში ჩატარებული ბოლო პროცედურის წყალობით გახდა შესაძლებელი. ის დადებითად აფასებს მკურნალობას და მოუთმენლად ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს სრულ საჯარო მოვალეობას. მისმა უდიდებულესობამ არჩია, გაგიზიაროთ დიაგნოზი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად და იმ იმედით, რომ ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების ემპათიას მთელს მსოფლიოში, მათთვის ვინც სიმსივნითაა დაავადებული”, – ნათქვამია სასახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეფე ჩარლზი კლინიკიდან პროსტატის პრობლემისა და მისი მკურნალობის შემდეგ გამოწერეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share