ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ბაბუას ბრალი ბავშვზე ძალადობისა და მუქარის მუხლით ჰქონდა წაყენებული. ამავე საქმეზე დაკავებულია 24 წლის კაციც, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება.
შეგახსენებთ, 10 თებერვალს, ქობულეთში 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.