საქართველო უნდა ვიხსნათ კულტურის ასეთი შავრაზმელი მინისტრის მარწუხებისგან – ახვლედიანი

“საქართველო უნდა ვიხსნათ კულტურის ასეთი შავრაზმელი მინისტრის მარწუხებისგან”, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა “საჯარო პოლიტიკის” ეთერში გააკეთა და თქვა, რომ გაერთიანებული კომიტეტის სხდომიდან მისი გამოძევება “ბერლინალესთან” დაკავშირებით დასმულმა შეკითხვებმა განაპირობა.

ოპოზიციონერი დეპუტატმა საქართველოს კულტურის მინისტრობის კანდიდატს დემაგოგი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიულად განვითარების ერთადერთი გასაღები ხელისუფლების შეცვლაში მდგომარეობს.

”წულუკიანი თავისიანებს უშვებს “ბერლინალეზე”. თეატრებში ხელმძღვანელებს ნიშნავს იმ ნიშნით, თუ ვინ არის ლოიალური, დანარჩენებს კი ათავისუფლებს. ეს ყველაფერი ვუთხარი მას სხდომაზე და ამიტომ გამაძევეს. მე ვფიქრობ, რომ კულტურის მინისტრთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან დემაგოგობის ისეთ საფეხურზე ავიდა ქალბატონი მინისტრი, რომ ვფიქრობ, ერთია გამოსავალი. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალია ვიხსნათ საქართველო კულტურის ასეთი შავრაზმელი მინისტრის მარწუხებისგან, ვიხსნათ საქართველო ამ პოლიტიკური დაჯგუფების, დანაშაულებრივი ექსპერიმენტისგან, ერთადერთი ეს არის, გავისტუმროთ ისინი ხელისუფლებიდან”, – ამბობს ახვლედიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share