საქართველოს სამეფო-სამთავროების 1790 წლის ტრაქტატი – სამოკავშირო ხელშეკრულობა

“1790 წელს ერეკლეს თაოსნობით თფილისში მოხდა სრულიად საქართველოს მეფეთა და მთავართა კრება, რომელსაც დაესწრენ: მეფე ერეკლე, მეფე სოლომონ II, ოდიშის მთავარი გრიგოლ და გურიისა სიმონი. კრების მიზანი იყო საქართველოს მეფე-მთავართა შორის ხელშეკრულობის დადება. კრებამ შეიმუშავა შემდეგი:
„ვინაიდან ყოველთა ივერიელთა ქართლ-კახეთისა, იმერეთისა, ოდიშისა და გურიისა აქვთ ერთმორწმუნება, არიან ძენი ერთის კათოლიკე ეკლესიისა და ერთის ენისა მქონებელნი, აქვთ სიყვარული, ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვრობით შეკრულთა ურთიერთშორის, ამისთვის აღვთქვამთ ამა მტკიცე ერთობასა:
მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ირაკლი მეორე გარწმუნებთ მეფესა იმერეთისასა, შვილიშვილსა ჩემსა სოლომონს, ოდიშის და სხვათა სამთავროთა მთავარს დადიანს გრიგოლსა და მთავარსა გურიისას სვიმონს და ერთობით ერსა ქვემო ივერიისასა:
ა). შევრაცხო ყოველი მტერი თქვენი მტერად ჩემდა და სამეფოისა და ვიყო მტერი მტრისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.
ბ). ვზრუნავდე ქვეყნის დამშვიდებისათვის და ჩემის
შეძლებისამებრ ვიყო შემწე თქვენი მტრის წინააღმდეგ.
გ). დავიცვა ძენი იმერეთისა, ვითარცა მამამ.
დ). უკეთუ თქვენს წინაღმდეგ ამხედრდეს მტერი ძლიერი გინდ მცირე ჩემის მხედრობით ან სხვა რომელიმე ძალით შეძლებისამებრ მზად ვიყო თქვენს შესაწევნელად.
ე). ვზრუნავდე, რათა თქვენცა მოგიყვანოთ უმაღლესს მფარველობას ქვეშე.
ვ). ძეთა ჩემთა და სრულიად ქართლ-კახეთის მკვიდრთ სჯულად ვუდებ ივერიასთან ამ საუკუნო ერთობას და ვამცნევ ყველას, ვითარცა სჯული ეკლესიური, ეგრეთ დაიცვან ზემოაღწერილი აღთქმანი.
მეფე სოლომონისაგან:
მეფე ყოვლისა იმერეთისა, შვილიშვილი თქვენი სოლომონ, ქრისტიანებრითა აღთქმითა გარწუნებთ უმაღლესსა მეფესა ქართლისა, კახეთისა და სხვათა მეორე სა ირაკლის, ძეთა თქვენთა და ერსა ზემოისა ივერიისასა ესრეთ:
ა). შევრაცხო ყოველი მტერი თქვენი მტრად ჩემდა და ჩემის სამეფოისა და ვიყო მტერი მტრისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.
ბ). ვზრუნავდე თქვენის ქვეყნის დამშვიდებისათვისდა ნიადაგ მზათ ვიყო მტერთა წინააღდგომად.
გ). ვიყო მწადნელი თქვენისა და თქვენთა ძეთა ბედნიერებისა.
დ). უკეთუ ამხედრდეს თქვენს წინააღმდეგ მტერი ძლიერი გინდ მცირე, მხედრობითა და სხვა ყოველი ჩემი ძალით მზად ვიყო შეწევნად თქვენდა.
ე). როგორიც ხელშეკრულობა ჰქონდეს უმაღლესობასა უმაღლესის კარისადმი, ვიყო თანახმა.
ვ). შევიკვრი ამ აღთქმითა და იმერეთის მკვიდრთ სჯულად ვუდებ მტკიცედ დაიცვან ზემოაღწერილნი აღ-
თქმანი.
მსგავსივე ხელშეკრულობანი მიერთვა ერეკლეს ოდიშისა და გურიის მთავრებისგან”.
დომენტი ოყრეშიძე – საქართველო და რუსეთი XVIII — XIX საუკუნის მოკლე ისტორიული მიმოხილვა (1918 წელი)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share