“ჩვენი ინფორმაციით, კახა კალაძე ყიდულობს ძვირადღირებულ ავტომობილებს და აგზავნის იტალიაში…” – ამის შესახებ “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრი ვასილ ურუშაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს.
მე მინდა დავაანონსო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, თუ სად მიდის თბილისელების ფული, ეს ფული მიდის იტალიაში. კახი კალაძის სამომავლო კომფორტული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვაქვს ინფორმაცია, რომ ის ყიდულობს ფუფუნების საგნებს, მათ შორის საქართველოში და აგზავნის იტალიაში. საუბარია ძვირადღირებულ ავტომობილებზე…
…ადამიანი, რომელიც ხარ თბილისის მერი და ამავდროულად აგროვებ ქონებას იტალიაში, აგზავნი ავტომობილს იტალიაში, ე.ი. შენი ცხოვრება გრძელდება იტალიაში. ანუ შენ არ წარმოგიდგენია შენი თავი თბილისში 5 წლის შემდეგ და 10 წლის შემდეგ. ეს ხომ რეალობაა და მისი ამოცანა და ფუნქცია ამ ქალაქში არის ის, რომ თბილისელების შემოსავალი, გადასახადების გადამხდელების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან მოიპაროს რაც შეიძლება მეტი და შეიძლება მეტი წაიღოს იტალიაში, – ამბობს ვასო ურუშაძე.
წყარო: მთავარი არხი