ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეაფასა მწვანე პასპორტის მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით. ხაზარაძის თქმით, ეს დანაშაულებრივი საქციელია.
“დღევანდელი გადაწყვეტილება, მე ვიტყოდი, რომ არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. ის პერიოდი, რაც პანდემიაა, მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს, წინა პრემიერს, დღევანდელ პრემიერს, უბრალოდ არ აინტერესებთ ადამიანები, არც სტატისტიკა აინტერესებთ. ერთი მხრივ, ეს ხალხი ჯიბეში ხელს გვიყობს და თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს, მეორე მხრივ, უბრალოდ იღებს პოპულისტურ გადაწყვეტილებებს იმის გამო, რომ ვერ მოახერხა, თავის დროზე ადამიანებისთვის აეხსნა, რომ ეს აცრები მათი სიცოცხლისთის და მათი ახლობლების სიცოცხლისთვის იყო საჭირო. მაშინ, რა ქნას იმ ხალხის კატეგორიამ, ვინც აიცრა. ეს არის გაუგონარი. მე მინდა სამედიცინო საზოგადოებას მივმართო – პროტესტი სად არის, მეგობრებო? მარტო საკოორდინაციო საბჭოში მყოფი 10-15 კაცი იღებს გადაწყვეტილებებს და მთელი სამედიცინო პერსონალი ჩუმად ხართ და მხრებს იჩეჩავთ? თუ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაშინ რატომ ავცერით ეს ხალხი? ბუსტერი რაღა საჭირო გახდა, მე ვერ ვხვდები. მარტო ტელევიზორიდან ყურება და თავის გადაქნევა, რომ რა გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც, პირდაპირ მინდა ვთქვა, სირცხვილია ამ ქვეყნის, თავის ქმედებით, თავის განათლებით და ყველაფრით”, – განაცხადა ხაზარაძემ გადაცემაში “რეაქცია”.