ნავალნის ტრაგედია უნდა გვკარნახობდეს, რომ პოლიტპატიმრის ციხეში ყოლა საკუთარი სახელმწიფოსთვის უდიდესი კატასტროფის საშიშროების შექმნაა – ნიკა გვარამია

ნავალნის ტრაგედია უნდა გვკარნახობდეს, რომ პოლიტპატიმრის ციხეში ყოლა არა მარტო მისი სიცოცხლისთვის რისკის, არამედ საკუთარი სახელმწიფოსთვის უდიდესი კატასტროფის საშიშროების შექმნაა – წერს ნიკა გვარამია და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ კუთხით უნდა შეხედოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას და მიიღოს მისი შეწყალების გადაწყვეტილება.

“ნავალნის ტრაგედია მაინც უნდა გვკარნახობდეს იმას, რომ პოლიტპატიმრის ციხეში ყოლა არა მარტო მისი სიცოცხლისთვის რისკის შექმნაა, არამედ და კიდევ უფრო მეტად და მნიშვნელოვნად, საკუთარი სახელმწიფოსთვის უდიდესი და ჩამოუწმენდავი კატასტროფის საშიშროების შექმნა.
სალომე ზურაბიშვილი რაც სწრაფად შეხედავს ამ კუთხით სააკაშვილის პოლიტპატიმრობას და შეიწყალებს მას, მით უკეთესი მისთვისაც, სააკაშვილისთვისაც და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის.” წერს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share