დამთხვევაა თუ ვიღაცამ საჭადრაკო დაფაზე მორიგი სვლა გააკეთა? – კანდელაკი ნავალნიზე

“დამთხვევაა თუ ვიღაცამ საჭადრაკო დაფაზე მორიგი სვლა გააკეთა?” – ამ განცხადებით ეხმაურება პროპაგანდისტი თინა კანდელაკი საპატიმროში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილს.

კანდელაკს რუსეთის ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის არიდების მიზნით ისრების გადატანა სურს და წერს, რომ “მოწინააღმდეგე მხარე უცებ იღებს საჩუქარს, რომელიც დასავლურ სამყაროში ეჭვგარეშეა, რომ ანტირუსულ ტალღას გამოიწვევს.”

”მოულოდნელად მოკვდა არც ისე დიდი ხნის წინ აქტიური და ცოცხალი ალექსეი ნავალნი. ეს მოხდა ზუსტად ერთი თვით ადრე, ზუსტად იმ მომენტში, როცა რუსული ოპოზიცია წარმოადგენს ცარიელ ადგილს, როცა საზოგადოებრივი პოზიცია რუსეთისკენ იხრებოდა. მოწინააღმდეგე მხარე უცებ იღებს საჩუქარს, რომელიც დასავლურ სამყაროში ეჭვგარეშეა, რომ ანტირუსულ ტალღას გამოიწვევს.

რა იქნება შემდეგ – ვნახოთ, მაგრამ ვერ ავარიდებთ თავს შეკითხვას: დამთხვევაა ეს? თუ საჭადრაკო დაფაზე ვიღაცამ მორიგი სვლა გააკეთა?” – ამბობს კანდელაკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share