ალექსეი ნავალნის შტაბის წევრი და რუსი ბლოგერი, ილია დანილოვი პუტინს მხდალს, ტირანსა და ფაშისტს უწოდებს და აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მისი დაკვეთით, არჩევნებამდე 1 თვით ადრე მოკლეს.
დანილოვი მსოფლიო ლიდერებს დემოკრატიული ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამ მომენტში, უკრაინის მხარდაჭერა საბედისწეროდ მნიშვნელოვანია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დიქტატორის სისხლიანი რეჟიმი არ დასრულდება, მაშინ მსოფლიოში პოლიტიკური მოვლენები მძაფრად განვითარდება.
”ამ სიტუაციაში არის ერთადერთი ვარიანტი. ეს არის მკვლელობა, რომელსაც ერთი დამკვეთი ჰყავს, ვლადიმერ პუტინი. სხვა ვერსია არ შეიძლება არსებობდეს. მე არ ვიცი, ეს მოხდა ციხეში არასათანადო პირობებში ყოფნის გამო, თუ ეს იყო პირდაპირ მკვლელობის დაკვეთა, თუმცა ძალიან საყურადღებოა, რომ ეს ხდება რუსეთში, არჩევნებამდე 1 თვით ადრე.
დემოკრატიული ძალების გაერთიანების დროა, რადგან ახლა ჩემს ქვეყანაში ჩამოყალიბდა ახალი ჰიტლერი, ფაშისტი, რომელიც ემუქრება მთელს ევროპას, მათ შორის საქართველოს. ამიტომ ახალ მინდა, რომ მსოფლიო ლიდერებმა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ღმერთმა არ ქნას, პუტინმა მიზანს მიაღწიოს, მსოფლიოში პროცესები სულ სხვანაირად განვითარდება. მე მინდა, ჩემს სიცოცხლეში ვიცხოვროთ რუსეთში პუტინის გარეშე”, – თქვა დანილოვმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.
ტვ პირველი