ავსტრალიელი მასწავლებლის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. როგორც “მთავარი არხის” დრონებით გადაღებულ კადრებში ჩანს, ქალის ცხედარს მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება, ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია. შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა.
ადგილზე ამ დრომდე კინოლოგები და სამართალდამცველები მუშაობენ.