„მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ არცერთ პოლტიკურ ორგანიზაციასთან არ ვაპირებთ თანამშრომლობას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი მოვლენების დროს, პატივცემული ოპოზიციონერები უკანმოუხედავად შევარდნენ და მოკალათდნენ პარლამენტში და ჩაიდინეს ღალატი ხალხის წინაშე – მაშინ როცა ფაქტიურად ივანიშვილი დამხობილი იყო და ვემზადებოდით ახალი არჩევნებისათვის“
ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ქართველ ემიგრანტებთან – პლატფორმა „თაობები ქვეყნისათვის“ ორგანიზებულ – შეხვედრაზე გააკეთა.
.
მისივე თქმით, მაშინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ივანიშვილის დავალებით ჩამოიყვანა შარლ მიშელი, რომელმაც ოპოზიციას პირდაპირ დაავალა რომ შესულიყვნენ პარლამენტში. შესაბამისად ამ მომენტში საქართველოს ისტორია გაამრუდეს.
„არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში, რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ ყველასთან გარდა „ქართული ოცნებისა“ და ამ „ელისაშვილებისა“ და „ინჯიებისა“-თქვა ნათელაშვილმა.
ჩვენი გეგმა არის უცვლელი ევროპული-სკანდინავიური დემოკრატიული სოციალიზმის დამყარება საქართველოში-აღნიშნა ნათელაშვილმა.
ადამიანების სოციალური და ეკონომიკური ყოფა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ გზაზე ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციუურ პარტიასთან ვინც გადალახავს ბარიერს და შევა პარლამენტში.
„ძალიან მიხარია რომ გხვდებით. ჩემი გული თქვენთან არის, წარმოუდგენელია საქართველოს გამარჯვება თქვენს გარეშე. უდიდესი წვლილია ემიგრაციისა იმაში რომ ჯერ კიდევ ვარსებობთ.
დღეს ემიგრაციაზეა ბევრი რამაა დამოკიდებული, როგორც საკუთარ ყურებს ვერ დავინახავთ სარკის გარეშე ისე ვერ შევალთ ჩვენ ევროკავშირში ივანიშვილის მმართველობასთან ერთად-ამიტომ გვიმარცვლავენ დასავლეთში – დებიძინიზაცია.
რომ არ ყოფილიყო უკრაინის ომი ასეთი შესაძლებლობა არ გვექნებოდა რადგან პოლიტიკურად დასავლეთი ჩვენ გვაღიარებდა რუსეთის ნაწილად.
მინდა ასევე მოგილოცოთ დიდი გამარჯვება, დღეს ხელისუფლებამ უარი თქვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევაზე, სადაც ის, რუსეთიდან მოზიდული სახსრების ხარჯზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპირებდა, ამის წინაარმდეგ ბრძოლის ავანგარდში იდგა ლეიბორისტული პარტია და ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
ასეთი უსამართლობა რაც დღეს საქართველოში ხდება და რომლის უკანაც ეს ნეოორჯონიკიძე დგას, როსტომ ხანის დროსაც კი არ ყოფილა.
თუ მოვახდენთ ნიცშეს ცნობილი გამონათქვამის „ღმერთი მოკვდა“ პერიფრაზირებას შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოში „პოლიტიკა მოკვდა“. სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკოსები მიეყიდნენ ოლიგარქიას. აი თუნდაც როგორ შეძლებდა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ მის მიტაცებას მის „ნავში“ მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი რომ არ ჩამჯდარიყო.
რა თქმა უნდა შეგვიძლია ბევრი რამ პუტინს და კრემლს დავაბრალოთ და სამართლიანადაც, მაგრამ ქართველებსაც მიგვიძღვის დიდი წილი“ განაცხადა „ლეიბორისტთა ლიდერმა.
ნათელაშვილი-დღეიდან ლეიბორისტულ პარტიაში იქნება ემიგრანტებთან ურთიერთობის ცხელი ხაზი – რომლის მეშვეობითაც, პარტიის ერთ ერთი ლიდერი იქნება დღენიადაგ თქვენთან კონტაქტზე.
“დღეს ჩვენი ინტელექტულური რესურსის უდიდესი ნაწილი ემიგრაციაშია, ამიტომ თქვენი საქმიანობა და ის პროცესი რაც დაიწყო თქვენმა პლატფორმებმა უმნიშვნელოვნესია. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ საქართველოს ისტორია.
მე დავხვდები პირადად ყველა ემიგრანტს ვინც დაბრუნდება საქართველოში, ვფიქრობ რომ ყველა ქართველი უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ახლა რომ დავდივარ უბნებში ვხედავ უკვე „ბირჟებზე“ ქართველები აღარ დგანან, შეიცვალა „ბირჟავიკების“ ეროვნული შეფერილობა.
პირობას გაძლევთ რომ გადავიქცევი თქვენი პლატფორმის პროპაგანდისტად და გავაცნობ საზოგადოებას თქვენი მოღვაწეობის შესახებ – განაცხადა ნათელაშვილმა.
შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ემიგრაციის წარმომადგენლების ძირითადი დაინტერესება ემიგრანტების მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობამ და ამისი შესაძლებლობების მექანიზმების შექმნის პროცესმა გამოიწვია.
შეხვედრა სოციალურ ქსელების მეშვეობით შედგა და მისი ორგანიზატორები-როგორც ავღნიშნეთ -იყვნენ სხვადასხვა ემიგრანტული მოძრაობები და პლატფორმები, მათ შორის პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” და მოძრაობა “ხმა ემიგრაციიდან”
პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” ძირითადი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებისათვის რაც შეიძლება მეტი ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მონაწილეობაა, ამისათვის მათ დაიწყეს კამპანია უცხოეთში მყოფი ქართველების ხმის უფლების მოპოვების მიზნით – საკონსულოებში რეგისტრაციისათვის.
პლატფორმა პერიოდულად ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობას შეხვდეს და ესაუბროს ქართველ და უცხოელ დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებს-– ძირითად პოლიტიკურ აქტორებსა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.
ამ პლატფორმის ფარგლებში ემიგრანტები შეხვდნენ ნიკა გვარამიას, ანა ნაცვლიშვილს “ლელო”, “საიას” წარმომადგენლებს, გიორგი ვაშაძეს, მოლდოვას სამოქალაქო მოძრაობის ერთ ერთ ლიდერს, ქალბატონ კორნელია კოზონაცს, მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს გუნდიდან -სულ ბოლო შეხვედრა ემიგრანტებმა – ელენე ხოშტარიასა “დროა” და ზურაბ ჯაფარიძესთან “გირჩი მეტი თავისუფლება” თან და უკრანისი საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სერბეთში, ვოლოდიმირ ტოლჩაკთან და პარტია “ხალხისათვის” ლიდერთან – ანა დოლიძესთან, გამართეს.