ბახმარო დგას ქვაბულში, როგორც კი ჩავერევით, შეიცვლება ბახმაროს კლიმატი და მივიღებთ ტრაგედიას – ნინო ჩხობაძე

” ბახმარო დგას ქვაბულში, გარშემო არის მთები, მთების ეკოსისტემა, რომელიც თავის მდგრადობით ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს თავის სტატუსს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორც კი ჩავერევით, არ დაიწყება მოძრაობა ამ მთათა სისტემების” – ამის შესახებ  ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარემ,   ნინო ჩხობაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა:

” ბახმარო დგას ქვაბულში, გარშემო არის მთები, მთების ეკოსისტემა, რომელიც თავის მდგრადობით ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს თავის სტატუსს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორც კი ჩავერევით, არ დაიწყება მოძრაობა ამ მთათა სისტემების. არაკანონიერად აშენებული კორპუსები სერიოზულ პრობლემას შექმნიან.

ბახმარო არის ერთადერთი ადგილი, სადავ ასთმური დაავადებების სამკურნალოდ მიყავთ ბავშვები. ბახმაროს უნიკალურობა არის იონიზირებული ჰაერი, რომელიც მას გააჩნია. იონიზირებული ჰაერი სადაც იყო კოვიდის ინფექცია იყო ნული. როგორც კი ჩვენ იქ დავიყებთ ისეთ მშენებლობას, რომელიც ამ ლანდშაფტს მთლიანად შეცვლის, მთლიანად შეიცვლება ბახმაროს მიკროკლიმატი და შეიძლება ჩვენ მივიღოთ იგივე ტრაგედია, რაც მივიღეთ გუდაურში და ბაკურიანში.  ” -აცხადებს  ნინო ჩხობაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share