,,ჭურის ლუდი,,
.
გურიაში ქერი გორებზე ითესებოდა, ქერთან დაკავშირებული ტოპონიმები ახლაცაა შემორჩენილი, მაგალითად სოფ. წიფნართან სადაც ადრე ქერი მოყავდათ იმ ადგილს „ნაქერალი“ ეწოდება.
.
ქერისაგან ლუდის გამოხდა გურიაში შემდეგნაირად ხდებოდა: პირველ რიგში მზადდებოდა ჭურჭელი – ჭურში ჩაასხამდნენ კუპრს, გააცხელებდნენ და აბრუნებდნენ (აგორვებდნენ), რომ კარგად გამოკუპრულიყო; მერე აიღებდნენ ამ ჭურს, თავდაყირა დადგამდნენ, რაც ზედმეტი კუპრი იყო, გადმოდიოდა. ამ ჭურში ჩაყრიდნენ გაცეხვილ ქერს, დაასხამდნენ წყალს.
.
ჭურს დაახურავდნენ სპეციალურად გაკუპრულ თხის ტყავს ისე, რომ ჭურში ჰაერი არ შესულიყო. ამ ტყავს თავი ოდნავ გახვრეტილი ჰქონდა, რომლის მეშვეობით ჭურში ჩაშვებული იყო მილი. ამ მილს მეორე თავი თიხის წყლიან ჭურჭელში ჰქონდა ჩაყოფილი. როცა ქერი
ადუღდებოდა, წყლიან ჯამში გამოიყოფოდა ჰაერის ბუშტუკები. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ბუშტუკების გამოყოფა შეწყდებოდა, დუღილიც დამთავრებული იყო. მოხსნიდნენ ჭურს თხის ტყავს და ამოიღებდნენ ლუდს; დარჩენილი ქერის ნარჩენებიდან ზოგჯერ არაყს ხდიდნენ“
.
(საქართველოს აგრარული კულტურა – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 2021 წელი. ჩოხატაურის რ-ნი, სოფ. ფარცხმა, მთხრობელი: ვ. კიკვაძე)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა