“რუსები სულ უფრო აქტიურად იყენებენ მომწამვლელი ნივთიერების შემცველ საბრძოლო მასალას,” – ამის შესახებ ჯარების ოპერატიული და სტრატეგიული დაჯგუფების “ტავრიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დმიტრო ლიხოვამ განაცხადა.
“სამწუხაროდ, რუსები სულ უფრო აქტიურად იყენებენ მომწამვლელ ნივთიერების შემცველ საბრძოლო მასალას. ერთ კვირაში მათ თვითმფრინავებიდან დაახლოებით 50-ჯერ ჩამოაგდეს ყუმბარები მახრჩობელა და ცრემლსადენი გაზის მომწამვლელი ნივთიერებით და მხოლოდ გასულ დღეს დაფიქსირდა ასეთი საბრძოლო მასალის 15 ჩამოგდება… ეს მაშინ, როდესაც მტერი ვერ ახერხებს ჩვენს სანგრებზე დარტყმას კლასიკური საარტილერიო დარტყმით ან თვითმფრინავებით, მაშინ ის იყენებს ასეთ ცრემლსადენ გაზს,” – განაცხადა ლიხოვმა.
Ukrinform-ის ცნობით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში 1068 ქიმიური შეტევა განახორციელა, მათგან 250 მიმდინარე წლის თებერვალში.