“არ შეგვიძლია, ისე მოვიქცეთ, თითქოს პუტინი დიქტატორი არ არის” – პარიზის მერი ოლიმპიადაზე რუსების მონაწილეობაზე

“არ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, თითქოს პუტინი არ არის დიქტატორი, რომელიც დღეს მთელ ევროპას ემუქრება,” – ამის შესახებ პარიზის მერმა, ანე ჰიდალგომ განაცხადა და აღნიშნა, რომ არ სურს, რომ რუსებმა და ბელარუსებმა 2024 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღონ.

“ვისურვებდი, რომ ისინი [რუსები და ბელარუსები] არ მოვიდნენ [ოლიმპიადაზე]. ჩვენ არ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, თითქოს [რუსეთის ჯარების შეჭრა უკრაინაში] არ არსებობს. ჩვენ არ შეგვიძლია მოვიქცეთ ისე, თითქოს პუტინი დიქტატორი არ არის, რომელიც დღეს მთელ ევროპას ემუქრება,” – განაცხადა ჰიდალგომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი სანქციები არ შეიძლება დაწესდეს ისრაელის სპორტსმენების მიმართ, რადგან ისრაელის ქმედებები უკრაინაში რუსული აგრესიისგან განსხვავდება.

“ისრაელის წინააღმდეგ სანქციების შემოღება ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით გამორიცხულია. ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა”, – თქვა მერმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოლიმპიადა, პარიზში, ივლისი-აგვისტოში ჩატარდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share