“ჩვენ ეს შევძელით: წარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა” – ბორელი

“ჩვენ ეს შევძელით: წარმომადგენელთა კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა,” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“ჩვენ ეს შევძელით: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მუდმივი წარმომადგენელთა კომიტეტი შეთანხმდა უკრაინის დახმარების ფონდზე.

ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინაში კიდევ 5 მილიარდი ევროთი.

მესიჯი ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველაფრით, რაც დასჭირდება გამარჯვებისთვის”, – წერს ბორელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share