2024 წელს საქართველოში ადამიანების მედიანური ასაკი 36.6 წელია, რაც 2014 წელთან შედარებით (37.7) შემცირებული მაჩვენებელია, ანუ ერი კიდევ უფრო გაახალგაზრდავდა. რაც შეეხება სიცოცხლის მედიანურ ხანგრძლივობას ის დაახლოებით 74.5 წელია ქალისთვის, ხოლო 69.5 კაცისთვის. ცნობისთვის, ეს გაზრდილი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით, მაგალითად 1989 წელს ქალი 71.5 წელი ცოცხლობდა, კაცი კი 66.5. 2002 წელს მედიანური ასაკი 34 წელი იყო, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 72.5 და 67.5 წელი, 2014 წელს 73.5 და 68.5
ასევე, საქართველოში გაზრდილია პირველი შვილის გაჩენის მედიანური ასაკი, რომელიც 25.5 წელს შეადგენს. მაგალითისთვის 2002 წელს 23.5 წელი იყო, ხოლო 1989 წელს 22.5 წელი, 1970 წელს კი 21.5 წელი. შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 3.5 წლის ფარგლებშია. გამოდის საქართველოში ბებიებიც საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ხდებიან, საშუალოდ 48-49 წლის ასაკში. ხოლო დედას ამავე მონაცემებიდან გამომდინარე 52-53 წლის ასაკში დაკარგავენ უფროსი შვილები.