თუ ამ ომს რუსეთი მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დავა და ევროპაში უსაფრთხოება აღარ გვექნება – მაკრონი

“თუ ამ ომს რუსეთი მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დავა და ევროპაში უსაფრთხოება აღარ გვექნება”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი France 2-ის ეთერში საუბრობს. მისი თქმით, საფრანგეთი “არასდროს გაუძღვება შეტევას”, რადგან ის “არასდროს იღებს ინიციატივას”.

“როგორ ფიქრობთ, პოლონელებს, ლიეტუველებს, ესტონელებს, რუმინელებს, ბულგარელებს შეეძლებათ ერთი წამით მშვიდად დარჩენა [უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში]?” – კითხულობს მაკრონი.

მისივე თქმით, დღეს რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, დასავლეთი სუსტი არ უნდა იყოს: “შესაბამისად, მკაფიოდ უნდა შევხედოთ სიტუაციას და მტკიცედ, ნებით, გამბედაობით უნდა ვთქვათ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რითიც მიზნებს მივაღწევთ – ეს არის ის, რომ რუსეთი მარცხდება”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share