“ოცნება” ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ სააკაშვილის სახით ის სჯის რეალურად დასავლეთს – გვარამია

“ქართული ოცნება ცდილობს ახლა დასავლეთს აჩვენოს, რომ სააკაშვილის სახით ის სჯის რეალურად დასავლეთს”, – ეს განცხადება „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ინგა გრიგოლიას რეაქციაში გააკეთა.

გვარამიას თქმით, სააკაშვილს მმართველი ძალა იყენებს დასავლეთზე თავდასხმისთვის და ასევე საქართველოს ართმევს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობას.

“ქართულ ოცნებას” თუ სააკაშვილის დასჯა უნდოდა, იმაზე მეტის გაკეთება ახლა მოკვლითღა შეუძლია. რას ცდილობს ახლა ქართული ოცნება ამ ყველაფრით. ის ცდილობს ახლა დასავლეთს აჩვენოს, რომ სააკაშვილის სახით ის სჯის რეალურად დასავლეთს. სააკაშვილში მან მოახდინა დასავლეთის ინდივიდუალიზაცია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მოსწონს საკუთრივ დასავლეთს თუ არა, ეს ასე მოხდა, ქართული ოცნების პროპაგანდამ ასე შეფუთა,“ – ამბობს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share