ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას შიმშილობის დაწყების შესახებ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს:
“ერთი თვის წინ გადავწყვიტე არაფერი დამეწერა ფბ-ზე მთელი რიგი მიზეზების გამო, მაგრამ გუშინდელმა მოვლენებმა მეტისმეტად ამაღელვა და არ შემიძლია ჩემი მოსაზრება არ გაგიზიაროთ.
პირველყოვლისა, გული გამითბო უამრავი ხალხის, უბრალო რიგითი მონაწილეების სიტყვებმა მიშას მიმართ. რა გულწრფელად, რა უშუალოდ, რა პატივისცემით ლაპარაკობდნენ მის დამსახურებაზე, მის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მე მეგონა რუსეთის მიერ დაგეშილმა ქოცპროპაგანდამ მათ მთლად ამოურეცხა მახსოვრობიდან ეს ყველაფერი. უზომოდ გავიხარე, რომ ვცდებოდი.
სრულიად აღმაფრთოვანა იმ მღვდლის (მამაოს, როგორ ეხლა ამბობენ) ლაპარაკმა, რომელიც ეკა კვესიტაძის გადაცემაში მონაწილეობდა. როგორი კეთილი, ჭეშმარიტად ქრისტიანული თანაგრძნობით ლაპარაკობდა. არც ეკლესიის იმ ჯიპიან-ღიპიანებზე კრიტიკას შეუშინდა, რომლები სიძულვილსა და ბოროტებას აფრქვევენ და თავს მეუფეებად მოიხსენიებენ. თან ამ შიმშილობის აქციაში აპირებს მონაწილეობა მიიღოს! აი, ამ მამაოს ნამდვილად შევთხოვდი შენდობას.”
კიზირიას აზრით, ოპოზიციას აქვს რამდენიმე გზა, მთვრობამ უკან დაიხიოს, მაგრამ მათ შორის მასიური შიმშილობის დაწყება საუკეთესო გადაწყვეტილებაა:
”რა შესაძლებლობები გააჩნია ოპოზიციას გავლენა იქონიოს ამ ბანდიტურ მთავრობაზე და აიძულოს მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს? არის სულ რამდენიმე გზა.
1. ვარდების რევოლუციის მსგავსი იერიში მთავრობის სასახლეზე და მათი იძულება დათმონ ძალაუფლება. ამას მოყვება არა მხოლოდ მხუთავი გაზი, როგორც იმ კრეტინმა ღარიბაშვილმა სთქვა, სპილოების საწინააღმდეგო ტყვიები და ნამდვილი სისხლისღვრა. შესაძლოა რუსული ტანკებიც, რომლებსაც ძალაუფლების, უზომოდ ჭამა-სმის, პარვის, მითვისების შესაძლებლობის დაკარგვით დაფეთებული ქოცმთავრობა და პირველყოვლისა თვითონ მთავარი წურბელა, ბორია ივანაშვილი მოიპატიჟებს.
2. მაიდანი, ისეთი, როგორ უკრაინელებმა მოაწყვეს. როგორც ჩანს, ჩვენ, ქართველებს არა გვაქვს ამის ტრ@კი. ამაში უკრაინელებიც გვჯობნიან და სომხებიც. ამას სჭირდება ორგანიზება, რაც ვერ მოახერხა ოპოზიციამ ან იმიტომ რომ ამის შნო არა აქვს, ან საკმარისად ერთსულოვანი არ არის . გარდა ამისა, ამას სჭირდება საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, რაც ოპოზიიას არ გააჩნია.
3. ამ დროს აბსოლუტურად აუცილებელია რაიმე სერიოზული დისკომფორტის შექმნა ამ ხელისუფლებისათვის. რახან იერიშიც და არ მაიდანიც გამორიხულია, სხვა რა შეიძლება იყოს? აი, ენმ-ის ლიდერებმის ნაწილმა გადაწყვიტა მასიური შიმშილობა. გითხრათ მართალი, არ ვიცი, რა ვთქვა ამასთან დაკავშირებით. შესაძლია მართლა რამე მართლაც გამოვიდეს აქედან. კარგი იქნებოდა მიშას შიმშილობის დაწყვებისთანავე ყოფილიყო ორგანიზებული, რაც უფრო სწრაფად შედეგიანი იქნებოდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს. ეგებ მართლაც მიაღწიონ მიზანს.” – წერს დოდონა კიზირია.