ოზურგეთში გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოკატასტროფის თავიდან ასაცილებლად ქმედითი ღონისძიებების გატარებისაკენ მოუწიდებენ. აჭარაში მოქმედი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ პუნქტებიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ასეულ ათასობით ტონა ციტრუსის ნარჩენები გაიტანეს და სპეციალურად გაკეთებულ ნახევარ ჰექტრიან ღრმულებში მოატავსეს.
ნარჩენების გატანა პუნქტებიდან გასული წლის მიწურულს დაიწყო და ნაცვლად იმისა რომ მიმცინარე წლის დასაწყისში მისი კონსერვაცია მომხდარიყო ხელისუფლებამ ციტრუსის ნარჩენებით სავსე „ხელოვნური ტბები“ მდინარე ნატანებში ჩამავალ სარწყავ არხებს სპეციალურად ამისათვის გათხრილი ახალი არხები დაუკავშირა, რის გამოც მავნე ნივთიერება ჯერ სარწყავი არხებით მდინარე ნატანებში ჩაედინება, შემდეგ კი შავ ზღვაში, გარემოს დამცველები ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ, პოლიტიკური ოპოზიცია კი ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის უყურადღებობაში ადანაშაულებს:
დავით მჟავანაძე, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი: “ეს არის დანაშაული, სრულად განადგურებულია პატარა სარწყავი არხები და მდინარე ნატანებს დიდი საფრთხე ემუქრება, საფრთხეშია ასევე ვშავი ზღვის სანაპიროს ის ნაწილი სადაც მას ნატანები უერთდება, მაინცადამაინც ოლიგარქის სელაპი და პინქგვინი უნდა მოიწამლოს რომ ხელისუფლებამ ამას ყურადღება მიაქციოს“.
ირმა გორდელაძე, გარემოსდამცველი: “უბედურება უკვე მოხდა და ამას რა გამოასწორებს არარ ვიცი, ასეთი უპასუხისმგებლო ხალხის ხელში ვართ, განოიძახებ გარემოს დაცვას, მოვლენ მაგრამ შემდეგ არაფერი, არც კი გატყობინებენ რაიმე ზომები მიიღეს თუ არა“.
ადგილობრივები ამბობენ რომ ნატანებში, იქვე არსებულ ფერმერულ და სათევზე მეურნეობებს სერიოზული საფრთხე ემუქრება, უსახელო მდინარეებში კი მავნე ნივთიერებების გაჟონვის გამო სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ არის.