ვასაძემ ივანიშვილი “ფარაონად” გამოაცხადა – რატომ აუმხედრდა რაინდი ოლიგარქს

რატომ გამოუცხადა ლევან ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილს ახალი ომი? – ვასაძემ ივანიშვილი “ფარაონად” გამოაცხადა და იერიში მიიტანა.

“ბიძინა ფულით ტერორისტია, ანუ ან მის ქვეშ ხარ ან განწირული ხარ შიმშილისთვის” –  ამ სიტყვებით აუმხედრდა ლევან ვასაძე ოლიგარქს რამდენიმე დღის წინ.

“ნუ გწყინს, როცა ფარჩაკი ხარ, “მელკი” ვაჭარი ხარ, რომელიც რაღაც შენი კლანის გამდიდრებაზე ჩალიჩობ”– ამბობს რაინდი სატელევიზიო ინტერვიუს დროს.

ტვ პირველის ინფორმაციით,  ლევან ვასაძე იმის გამო გაბრაზდა, რომ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. წყაროს მიერ მოწოდებული ინფპრმაციით, არჩევნების წაგებით შეშინებულმა “ქართულმა ოცნებამ” ვასაძის მომხრეების მის საარჩევნო კალათაში ჩაყრა გადაწყვიტა და რადილალებს შეუთვალეს, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. ლევან  ვასაძე კი არ უარყოფს, რომ შემოდგომის არჩევნებისთვის  გეგმები აქვს. 

ირკვევა, რომ ლევან ვასაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვის შემდეგ, ვასაძეს ხალხი გაუგზავნეს და უთხრეს, რომ გაჩუმებულიყო.

პოლიტიკურ თამაშში  ლევან ვასაძის თანამოაზრე “ალტ ინფო” და “კონსერვატიული მოძრაობაა” მისი  ლიდერი,  “შაბათის ეთერს” უდასტურებს, რომ “ქართული ოცნებისგან” გზავნილი მიიღო. კოკა მორგოშიას მოსთხოვეს არც კი იფიქროს არჩევნებში მონაწილეობა.  

ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის სულერთი  ვასაძის ლანძღვა.  პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებული პრორუსი ლიდერი ირწმუნება, რომ კრიტიკით და თავდასხმებით  გაბრაზებული ივანიშვილი  – ლევან  ვასაძის გარდაცვლილი მამის შეურაცხყოფას უკვეთავს.

სუს-ის ფაილების თანახმად, ვასაძის პოლიკური მესაიდუმლე მეუფე შიოა, მისი ბავშვობის მეგობარი. სუსი არქივებში არის ვასაძის და მოსაყდრე შიოს ჩანაწერები, სადაც ივანიშვილის და ვასაძის ურთიერთობებს განიხილავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share