“ვიღაცა ოპერატორს, თუ ვიღაცას მოხვდა იმის გამო, რომ გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს”

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას ანტიდასავლურ განცხადებებთან ერთად 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიც გაიხსენა. მეუფე სტეფანემ თქვა, რომ მედიის წარმომადგენლები ხალხს “გესლიანად ეპყრობოდნენ, ვიღაცებმა კი ვერ მოითმინეს და გაარტყეს”.

“აქ ვიღაცა ოპერატორს თუ ვიღაცას მოხვდა იმის გამო, რომ გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს. ვიღაცამ ვერ მოითმინა გაარტყა და ეს ჩათვალეს, რომ ვიღაცამ მოამზადა, სპეციალურად გააკეთა და ეს ხალხი წლობით ციხეებში გაუშვეს”, – თქვა მეუფე სტეფანემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share