“დღეს არის ისეთი დრო, როცა მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი”

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ქადაგებისას:

“დღეს არის ისეთი დრო, როცა მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. კანონმდებლობით უნდა შემოიტანონ ყველა საკითხი… ფაქტიურად ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში მონაწილეობს ყველა, ვინც პირნათლად შეასრულებს რაც დააკისრეს. ვინმემ იცის, რა წერია იმ მოთხოვნებში? ლაპარაკობენ პოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, დანარჩენი საკითხები საერთოდ არაა განხილვაში. თვითონვე განიხილავენ და იქ მერე კანონებად გადასახავენ, ყველანაირად შეკრავენ და გეტყვიან, კანონი უზენაესია, მიდით და ყველამ შეასრულეთ”, – ამბობს მეუფე სტეფანე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share