სცემეს თუ არა წულუკიანის ქმარი? – სავარაუდო ფინანსური გარჩევა ბიზნესმენთან

ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი თეა წულუკიანის ქმარი ნუგზარ კაკულიაა.  ოცნების უცვლელი მინისტრის თეა წულუკიანის ქმარს “მთავარი არხის” წყაროს ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეტიც, კაკულია იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ ის საავადმყოფოში მოხვდა და ფიზიკური დაზიანებებიც ეტყობოდა.

წყაროს ცნობით, დაპირისპირება თეა წულუკიანის ქმრის ფინანსურ გარჩევას უკავშირდებოდა, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ამ დაპირისპირების მეორე მხარე და მონაწილე ბიზნესმენი გიორგი ბუბუტეიშვილია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share